შესავალი
ეს პირობები იურიდიულად სავალდებულო წესით არეგულირებს:
- ამ აპლიკაციის გამოყენებას და
- მფლობელთან ნებისმიერ სხვა დაკავშირებულ ხელშეკრულებას ან სამართლებრივ ურთიერთობას.
ტერმინები, რომლებსაც ამ დოკუმენტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განმარტებულია მის შესაბამის სპეციალურ ნაწილში.
მომხმარებელი ვალდებულია, ყურადღებით წაიკითხოს ეს დოკუმენტი.
ამ აპლიკაციის მიმწოდებელია:
Niipy SRL
Strada Nazionale Canaletto Sud 17
Interno 12
41122 Modena, Italy
მფლობელის საკონტაქტო ელფოსტა: hello@niipy.ai
გამოყენების პირობები
თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ ნაწილში დაწვრილებით აღწერილი გამოყენების პირობები ზოგადად ვრცელდება ამ აპლიკაციის გამოყენებისას.
კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება მოქმედებდეს გამოყენების ან წვდომის ცალკეული ან დამატებითი პირობები, რომლებიც ასეთ შემთხვევებში დამატებით არის მითითებული ამ დოკუმენტში.
კონტენტი ამ აპლიკაციაში
თუ სხვა რამ არ არის მითითებული ან აშკარად არ ჩანს, ამ აპლიკაციაში ხელმისაწვდომი მთელი კონტენტი ეკუთვნის მფლობელს ან მის ლიცენზიარებს, ან მათ მიერ არის მოწოდებული.
მფლობელი მაქსიმალურ ძალისხმევას ხმარობს იმისთვის, რომ ამ აპლიკაციაში მოწოდებული კონტენტი არ არღვევდეს მოქმედი კანონმდებლობის დებულებებს ან მესამე პირების უფლებებს. თუმცა, ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლოა ყოველთვის ვერ მოხერხდეს.
ასეთ შემთხვევებში, საკუთარი უფლებების აღსრულებისთვის მომხმარებლებისთვის კანონით მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილების შეუზღუდავად, მომხმარებლებს თავაზიანად ეთხოვებათ, შესაბამისი საჩივრები, სასურველია, ამ დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო მონაცემებით წარადგინონ.
წვდომა გარე რესურსებზე
ამ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა მესამე პირების მიერ მოწოდებულ გარე რესურსებზე. მომხმარებლები აღიარებენ და ეთანხმებიან, რომ მფლობელს ასეთ რესურსებზე არანაირი კონტროლი არ აქვს და, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა და ხელმისაწვდომობაზე.
მესამე პირების მიერ მოწოდებულ ნებისმიერ რესურსზე გავრცელებული პირობები, მათ შორის კონტენტზე უფლებების შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებული პირობები, განისაზღვრება თითოეული ასეთი მესამე პირის წესებითა და პირობებით, ხოლო მათი არარსებობისას, მოქმედი კანონმდებლობით.
დასაშვები გამოყენება
ამ აპლიკაციისა და მომსახურების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნის ფარგლებში, რისთვისაც ისინი არის მოწოდებული, ამ პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხოლოდ მომხმარებლები არიან პასუხისმგებელნი იმისთვის, რომ მათ მიერ ამ აპლიკაციის და/ან მომსახურების გამოყენება არ არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას, რეგულაციებს ან მესამე პირების უფლებებს.
ზოგადი დებულებები
უფლებაზე უარის თქმის გამორიცხვა
ის ფაქტი, რომ მფლობელი არ იყენებს ამ პირობებით გათვალისწინებულ რომელიმე უფლებას ან დებულებას, არ ნიშნავს ასეთ უფლებაზე ან დებულებაზე უარის თქმას. უფლებაზე უარის თქმა არ ჩაითვლება იმავე ან ნებისმიერ სხვა პირობაზე შემდგომ ან განგრძობად უარად.
მომსახურების დროებით შეწყვეტა
მომსახურების საუკეთესო შესაძლო დონის უზრუნველსაყოფად, მფლობელი იტოვებს უფლებას, დროებით შეწყვიტოს მომსახურება ტექნიკური სამუშაოების, სისტემის განახლებების ან ნებისმიერი სხვა ცვლილების მიზნით, რის შესახებაც მომხმარებლებს სათანადოდ აცნობებს.
კანონით დადგენილ ფარგლებში, მფლობელს ასევე შეუძლია, გადაწყვიტოს მომსახურების შეჩერება ან სრულად შეწყვეტა. მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მფლობელი ითანამშრომლებს მომხმარებლებთან, რათა მათ შეძლონ პერსონალური მონაცემების ან ინფორმაციის გამოტანა, და დაიცავს მომხმარებლების უფლებებს, რომლებიც პროდუქტის გამოყენების გაგრძელებას და/ან კომპენსაციას უკავშირდება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გარდა ამისა, მომსახურება შეიძლება მიუწვდომელი იყოს მფლობელის გონივრული კონტროლის მიღმა არსებული მიზეზების გამო, როგორიცაა „ფორს-მაჟორული“ მოვლენები (ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლა, ელექტროენერგიის გათიშვა და ა.შ.).
მომსახურების გადაყიდვა
მომხმარებლებს არ აქვთ უფლება, მფლობელის მკაფიოდ გამოხატული, წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც გაცემულია უშუალოდ ან კანონიერი გადაყიდვის პროგრამის ფარგლებში, მოახდინონ ამ აპლიკაციისა და მისი მომსახურების რომელიმე ნაწილის რეპროდუცირება, დუბლირება, კოპირება, გაყიდვა, გადაყიდვა ან ექსპლუატაცია.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
ამ პირობების ნებისმიერი უფრო კონკრეტული დებულების შეუზღუდავად, ამ აპლიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, როგორიცაა საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნებზე უფლებები, საპატენტო უფლებები და დიზაინზე უფლებები, მფლობელის ან მისი ლიცენზიარების განსაკუთრებული საკუთრებაა და ექვემდებარება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონებით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებულ დაცვას.
ყველა სასაქონლო ნიშანი (სიტყვიერი თუ გამოსახულებითი) და ყველა სხვა ნიშანი, ფირმის სახელწოდება, მომსახურების ნიშანი, სიტყვიერი ნიშანი, ილუსტრაცია, გამოსახულება ან ლოგო, რომელიც ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით გვხვდება, არის მფლობელის ან მისი ლიცენზიარების განსაკუთრებული საკუთრება და ასეთად რჩება, და ექვემდებარება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონებით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებულ დაცვას.
ცვლილებები ამ პირობებში
მფლობელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეასწოროს ან სხვაგვარად შეცვალოს ეს პირობები. ასეთ შემთხვევებში მფლობელი მომხმარებელს ამ ცვლილებების შესახებ სათანადოდ აცნობებს.
ასეთი ცვლილებები მომხმარებელთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს მხოლოდ მომხმარებლებისთვის შეტყობინებული თარიღიდან.
მომსახურების გამოყენების გაგრძელება ნიშნავს მომხმარებლის მიერ შესწორებული პირობების მიღებას. თუ მომხმარებლებს არ სურთ, რომ ცვლილებები მათთვის სავალდებულო იყოს, მათ უნდა შეწყვიტონ მომსახურების გამოყენება და შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა.
მომხმარებლის მიერ ცვლილებების მიღებამდე ურთიერთობას არეგულირებს შესაბამისი წინა ვერსია. მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერი წინა ვერსია მფლობელისგან მიიღოს.
ხელშეკრულების დათმობა
მფლობელი იტოვებს უფლებას, მომხმარებლის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით გადასცეს, დაუთმოს, ნოვაციის გზით განკარგოს ან ქვეკონტრაქტის საფუძველზე სხვას მიანდოს ამ პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი ან ყველა უფლება თუ ვალდებულება. ამ პირობებში ცვლილებებთან დაკავშირებული დებულებები შესაბამისად გამოიყენება.
მომხმარებლებს არ აქვთ უფლება, მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე რაიმე ფორმით დაუთმონ ან გადასცენ ამ პირობებიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები ან ვალდებულებები.
კონტაქტები
ამ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ამ დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
ნაწილობრივი ბათილობა
თუ ამ პირობების რომელიმე დებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბათილად ან აღუსრულებადად ჩაითვლება ან ასეთი გახდება, ასეთი დებულების ბათილობა ან აღუსრულებადობა გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების ნამდვილობაზე, რომლებიც სრულ ძალაში რჩება.
განმარტებები და სამართლებრივი მითითებები
ეს აპლიკაცია (ან ეს აპლიკაცია)
რესურსი, რომელიც მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.
ხელშეკრულება
მფლობელსა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი იურიდიულად სავალდებულო ან სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელსაც ეს პირობები არეგულირებს.
მფლობელი (ან ჩვენ)
აღნიშნავს ფიზიკურ პირს (პირებს) ან იურიდიულ პირს, რომელიც მომხმარებლებს ამ აპლიკაციას და/ან მომსახურებას აწვდის.
მომსახურება
მომსახურება, რომელსაც ეს აპლიკაცია აწვდის, როგორც ეს აღწერილია ამ პირობებსა და ამ აპლიკაციაში.
პირობები
ამ აპლიკაციის და/ან მომსახურების გამოყენებაზე გავრცელებული ყველა დებულება, როგორც ეს აღწერილია ამ დოკუმენტში, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ან ხელშეკრულების ჩათვლით, დროდადრო განახლებული სახით.
მომხმარებელი (ან თქვენ)
აღნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს ამ აპლიკაციას.
როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
რისი გაკეთება შეგიძლიათ
თქვენი მონაცემები
- მოგვმართეთ, რათა გაიგოთ, რა ინფორმაციას ვფლობთ თქვენ შესახებ, და მიიღოთ მასზე წვდომა
- მოგვმართეთ თქვენ შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის გასასწორებლად
- მოგვმართეთ დავიწყების უფლების გამოსაყენებლად (თქვენ შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის წასაშლელად)
- მოითხოვეთ თქვენი მონაცემების სხვა სერვისზე გადატანა
პრობლემების შემთხვევაში
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, შევქმნათ მომხმარებლის დადებითი გამოცდილება, გვესმის, რომ ჩვენსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის დროდადრო შეიძლება პრობლემები წარმოიშვას.
ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ ჩვენთან დაკავშირება.